ავტორიზაცია

საუდის არაბული კლუბი მზადაა ოსიმენის ტრანსფერში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს

საუდის არაბული კლუბი მზადაა ოსიმენის ტრანსფერში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს
თარიღი 10 ივნ 2024, 20:23
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს. 

Il Matino-ს ცნობით, "ალ-აჰლი" აპირებს "ნაპოლის" ნიგერიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო შესთავაზოს. 

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად ოსიმენის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია - ის ფაქტი არ არის, რომ ნიგერიელს საუდის არაბეთში წასვლა მოუნდება. 

გასულ სეზონში 25 წლის ოსიმენმა ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 17 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. 

თავდამსხმელს "ნაპოლისთან" მოქმედი შრომითი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.