ავტორიზაცია

"საუკეთესო ეს სამეულია, თუმცა მბაპე მათ მრავალი წლით შეცვლის", - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელმა 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"საუკეთესო ეს სამეულია, თუმცა მბაპე მათ მრავალი წლით შეცვლის", - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელმა 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 05 დეკ 2022, 01:23
პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩესლავ მიხნევიჩმა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

„მესი, რონალდუ და ლევანდოვსკი. მათი ადგილი ვინმემ უნდა დაიკავოს და ვფიქრობ, მბაპე მრავალი წლით გახდება საუკეთესო.

მან დიდი ტკივილი მოგვაყენა. როცა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობ, მას გვერდით სულ მცირე ორი ფეხბურთელი სულ უნდა იდგეს.“ - აღნიშნა მიხნევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ პოლონეთთან (3:1) მატჩში დუბლი მიითვალა და 5 გოლით მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირთა დავას ლიდერობს.