სენსაცია: ნაპოლი იტალიის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა

კოპა იტალიას 1/8 ფინალურ ეტაპზე "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "კრემონეზეს" დაუპირისპირდა და ლუჩიანო სპალეტის გუნდი სენსაციურად დამარცხდა.
შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "კრემონეზს" უკეთესი გამოდგა (4:5).
აღსანიშნავია, რომ ლუკა ლოჩოშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ეს შეხვედრას სხვადასხვა პრობლემების გამო გამოტოვეს.
"კრემონეზე" იტალიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე "რომას" დაუპირისპირდება.