ავტორიზაცია

ოკამპოსი აიაქსის დატოვებას და ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს

ოკამპოსი აიაქსის დატოვებას და ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს
თარიღი 18 იან 2023, 01:21
ლუკას ოკამპოსი, რომელიც "აიაქსში" მანჩესტერ "იუნაიტედში" წასული ენტონის შემცვლელად მიიყვანეს, როგორც ჩანს, ამსტერდამურ კლუბში თავის არაფრით გამორჩეულ კარიერას ასრულებს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელი ამსტერდამელ გუნდთან იჯარის შეწყვეტას და "სევილიაში" დაბრუნებას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ ოკამპოსი ნიდერლანდებში წინა წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ჩავიდა.

ამ სეზონში 28 წლის არგენტინელმა "აიაქსში" ყველა ტურნირზე მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა.