ავტორიზაცია

ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილის ახალი გუნდი ცნობილია

ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილის ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 18 Jan 2023, 01:12
21 წლის წლის თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი ბოსნია ჰერცეგოვინას "სარაევოში" ითამაშებს.

ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს და წერს, რომ მხარეთა შორის კონტრაქტი 2026 წლის 31 მაისამდე გაფორმდა.

გულიაშვილი კარიერის განმავლობაში მხოლოდ "საბურთალოში" გამოდიოდა.
ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშებაში 35 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 

ახალგაზრდა ფრხბურთელს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

"სარაევო" ბოსნია ჰერცეგოვნის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 25 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.