ავტორიზაცია

სერია ა-დან შეთავაზება უკვე გაკეთდა, რიბერის დამატებით ორი კლუბია დაინტერესებული — იტალიელი ჟურნალისტი

სერია ა-დან შეთავაზება უკვე გაკეთდა, რიბერის დამატებით ორი კლუბია დაინტერესებული — იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 03 Sep 2021, 22:54

ვეტერანმა შემტევმა ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს, იტყობინება ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ფრანგით სერია ა-ს ახალწვეული "სალერნიტანაა" დაინტერესებული, რომელიც მას წლიურად 1,5 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობს + ბონუსები.

აგრეთვე, როგორც აღინიშნება, რიბერის თურქული "კარაგიუმრიუკიც" უმიზნებს.

მოგეხსენებათ, გამოცდილი შემტევის ბოლო კლუბი "ფიორენტინა" გახლდათ, "იების" ღირსებას იგი 2019 წლიდან 2021 წლამდე იცავდა.

რიბერიმ საერთო ჯამში ფლორენციული კლუბის მაისურით 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.