ავტორიზაცია

სევილიამ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა გამოაცხადა

სევილიამ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა გამოაცხადა
თარიღი 10 ოქტ 2023, 19:28
"სევილიამ" ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით ურუგვაელი სპეციალისტის დიეგო ალონსოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გამოაცხადა. 

48 წლის ურუგვაელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ "სევილიამ" გუნდის მეთაურის პოსტიდან ხოსე ლუის მენდელიბარის გადადგომის შესახებ გამოაცხადა. 

ამჟამად ანდალუსიელები ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-14 ადგილზე არიან.