"შეიძლება გიჟი მიწოდოთ, მაგრამ რეალის თამაში მომეწონა", - ანჩელოტი ქულების დაკარგვის შემდეგ
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის ეგიდით "ოსასუნასთან" (0:0) დაკარგული ქულების შემდეგ განცხადება გააკეთა.
"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა თამაში, ძალიან ცოტა დრო დაამატეს. ჩემთვის ამის ახსნა ვითხოვე, მაგრამ განმარტებამ არცთუ ისე დამარწმუნა".
"ბოლო სამი საშინაო მატჩიდან (რომლებიც "რეალმა" ვერ მოიგო), ორში დავიმსახურეთ გამარჯვება. უნდა გვესმოდეს, რომ გუნდისთვის რთული შეხვედრები იყო, რადგან მეტოქეზე მათ საჯარიმოში საკმარისი ზეწოლა არ მოგვიხდენია".
"გულწრფელად ვთქვა? შეიძლება გიჟი მიწოდოთ, მაგრამ "რეალის" თამაში მომეწონა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.