ავტორიზაცია

შემცვლელიც ცნობილია - ნაკრებს ტრავმის გამო გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა

შემცვლელიც ცნობილია - ნაკრებს ტრავმის გამო გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა
თარიღი 08 Nov 2021, 12:11

საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში სერენის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება და წერენ, რომ მის მაგივრად შემადგენლობას აზერბაიჯანული ზირას შემტევი დავით ვოლკოვი დაემატა, რომელიც 8 გოლით მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანული პრემიერლიგის ბომბარდირია.

ვილი სანიოლის გუნდი შვედეთთან და უზბეკეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგნელობით დღეიდან მოემზადება.

საქართველოსა და შვედეთის მატჩი ბათუმში, 11 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო საქართველოსა და უზბეკეთის ამხანაგური შეხვედრა 15 ნოემბერს გორში.