ავტორიზაცია

შენგელია სადებიუტო მატჩზე: "ასეთ დროს შესვლა იოლი არ არის"

შენგელია სადებიუტო მატჩზე: "ასეთ დროს შესვლა იოლი არ არის"
თარიღი 24 აგვ 2021, 21:57

ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ლოუენი" "ეუპენს" დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა 

ამ მატჩში "ლუენის" ქართველი შემტევის, ლევან შენგელიას დებიუტი შედგა, რომელმაც გოლი გაიტანა.

"გოლები ძალიან მარტივ სიტუაციებში გავუშვით. შინ მარცხი ჩვენთვის ნამდვილად დასანანი იყო.

ისე კი, ასეთ დროს, როცა აგებ, მოედანზე შესვლა იოლი არ არის, რადგან გუნდი არეული იყო.

მწვრთნელმა უჩვეულო პოზიციაზე, 10-იანზე დამაყენა და გოლი გავიტანე. ეს გოლი ადაპტაციაში ნამდვილად დამეხმარება", - განაცხადა შენგელიამ.