ავტორიზაცია

"შენი ალბანელი დედა მ*****ნ", - არნაუტოვიჩი მეტოქე ფეხბურთელის შეურაცხყოფისთვის დაისაჯა

"შენი ალბანელი დედა მ*****ნ", - არნაუტოვიჩი მეტოქე ფეხბურთელის შეურაცხყოფისთვის დაისაჯა
თარიღი 16 ივნ 2021, 17:57

უეფამ ავსტრიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, მარკო არნაუტოვიჩის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

ასე და ამგვარად, 32 წლის ფეხბურთელი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ევრო 2020-ის პირველ ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (3:1) გამართულ მატჩში ავსტრიელი ფორვარდის საქციელი ისე შეფასდა, როგორც "სხვა ფეხბურთელის შეურაცხყოფა".

შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, არნაუტოვიჩი მაკედონიელთა ფეხბურთელების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი - საუბარია ალბანური ფესვების მქონე ეგზონ ბეიტულაისა და ეზგიან ალიოსკიზე (როგორც პრესაში დაიწერა, მარკომ ბეიტულაის უთხრა: "შენი ალბანელი დედა მ*****ნ").

ასე და ამგვარად, არნაუტოვიჩი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს, სადაც ავსტრიელები ჰოლანდიას დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი მაკედონია ავსტრიასთან დამარცხდა