ავტორიზაცია

"შესაძლოა, საქართველო იყოს" - მელქაძემ ეროვნულ გუნდში თამაშზე მიანიშნა

"შესაძლოა, საქართველო იყოს" - მელქაძემ ეროვნულ გუნდში თამაშზე მიანიშნა
თარიღი 09 Sep 2022, 14:39

ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელმა გიორგი მელქაძემ შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს.

"სოჭის" 25 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"საერთოდ, ასეთი ფიქრები, 24-25 წლის ასაკში დავიწყე. ფეხბურთელი მხოლოდ რამდენიმე წელია კარგ ფორმაში და აქტიურად თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ეროვნულ გუნდში მოხვედრა მინდა. შესაძლოა, ეს საქართველოს ნაკრები იყოს.

ფეხბურთის ფედერაციასთან საუბარი არ მქონია. მშობლები კი მირჩევენ, რომ სეზონის ბოლოს დაველოდო. კარპინს თუ ველოდები? (იცინის) შესაძლებელია. შესაძლოა არა მხოლოდ ამ სეზონში. ჯერ ზუსტად არ ვიცი, ვნახოთ "- თქვა მელქაძემ.

მელქაძეს რუსეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში 40-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. მიმდინარე რუსეთის პრემიერ ლიგაში 8 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.