შეთანხმება მიღწეულია — დანი ალვეში ახალ გუნდს უახლოვდება
"ბარსელონას" ყოფილი მარჯვენა მცველი, დანი ალვეში, დიდი ალბათობით, კარიერას მექსიკის ჩემპიონატში გააგრძელებს.
როგორც გამოცემა AM-ი იტყობინება, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი "პუმასში" გადასვლას დათანხმდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს.
აღსანიშნავია, რომ ალვეში თანხის ნაწილს ხელფასის სახით მიიღებს, ნაწილს კი სპონსორებთან ურთიერთობისა და კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, რის მიღწევასაც კლუბის ხელმძღვანელობა ამ ტრანსფერის დახმრებით გეგმავს.
მოგეხსენებათ, გასული სეზონის მეორე ნახევარი 39 წლის სამხრეთამერიკელმა "ბარსელონაში" გაატარა, ამ ზაფხულს კი კატალონია უფასოდ დატოვა.