შეთანხმება მიღწეულია — პსჟ-ს ახალ მთავარ მწვრთნელს პოჩეტინოზე ნაკლები ხელფასი ექნება

"ნიცას" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობასთან კომპრომისს მიაღწია.
ასე და ამგვარად, 55 წლის სპეციალისტი პარიზელებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
გარდა ამისა, შეთანხმებაში გათვალისწინებულია თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობაც.
როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს, გალტიე "პსჟ"-ში ხელფასის სახით იმაზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე ამჟამად მაურისიო პოჩეტინო იღებს.
ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი არგენტინელ სპეციალისტს კონტრაქტის გაწყვეტისთვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაზე ჯერ კიდევ არ შეთანხმებია.