შეთანხმება მიღწეულია - პსჟ-ს ნახევარმცველი თავის ყოფილ გუნდში ბრუნდება

„პსჟ-ს“ ნახევარმცველი იდრისა გეიე „ევერტონში“ ბრუნდება.
ჟურნალისტ აბდელ ბულმას ინფრომაციით, ინგლისურმა კლუბმა პარიზელებთან 32 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
სენეგალელი ლივერპულურ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი ხელფასი კი წლიურად 3 მილიონი ევრო იქნება.
გეიე „ევერტონში“ 2016-2019 წლებში თამაშობდა და სწორედ „ირისებიდან“ გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“.
თუმცა, ამ ზაფხულს პარიზელებმა ვიტინია, რენატო სანჩესი, ფაბიან რუისი და კარლოს სოლერი დაიმატეს (ამ ორის ტრანსფერი სულ მალე უნდა დადასტურდეს), რის გამოც გუნდში გეიეს ადგილი ფიზიკურად აღარ დარჩა.