𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: შეთანხმება შედგა - აივან ტოუნი კარიერას ალ-აჰლიში გააგრძელებს
თავდამსხმელი აივან ტონი კარიერად საუდისბარაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ჟურნალისტმა ლოიკ ტანზიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ 28 წლის ფეხბურთელი კარიერას "ალ-აჰლიში" გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, ასევე, ინგლისელი სამედიცინო შემოწმება დღეს გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
ინსაიდერის ცნობით, "ბრენტფორდმა" ტოუნის შესახებ მიიღო შეთავაზება პარასკევს დილით. ტრანსფერის თანხა 42 მილიონი ევრო იქნება.
საერთო ჯამში თავდამსხმელმა "ბრენტფორდის" შემადგენლობაში 141 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 72 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა გააკეთა.