ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა - იტალიის სერია ა-ში კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ!

შეთანხმება შედგა - იტალიის სერია ა-ში კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ!
თარიღი 27 ივნ 2023, 22:26
ახალ სეზონში, იტალიის სერია ა-ში კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით,  „ფროზინონემ" „დინამო ბათუმის" შემტევის, გიორგი კვერნაძის ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის და შუამავლის, დარიო პაოლილოს დახმარებით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და 20 წლის შემტევის ტრანსფერი „ფროზინონეში" დაიხურა.

კვერნაძე ახალი კვირის დასაწყისში იტალიაში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ფროზინონესთან" კონტრაქტსაც გააფორმებს.