შეთანხმება შედგა: სამარჯიჩი კარიერას ინტერში გააგრძელებს
სერბი ნახევარმცველი ლაზარ სამარჯიჩი "უდინეზედან" კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალური ქსელით იტყობინება.
წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ გრძელვადიან შრომით ხელშეკრულებაზე, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ გრძელვადიან შრომით ხელშეკრულებაზე, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 1,8 მილიონი იქნება. პოტენციური ტრანსფერის თანხა დაახლოებით 15 მილიონი ევრო.
გასულ სეზონში სამარჯიჩმა იტალიის ჩემპიონატში 37 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 5 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
გასულ სეზონში სამარჯიჩმა იტალიის ჩემპიონატში 37 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 5 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.