ავტორიზაცია

"შეცდომები დავუშვი", - ჭიაბრიშვილი მარცხის შემდეგ

"შეცდომები დავუშვი", - ჭიაბრიშვილი მარცხის შემდეგ
თარიღი 26 ივლ 2023, 03:46
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილი" სტუმრად "ჰამრუნს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"რთული თამაში გამოვიდა ვიმედოვნებთ, რომ საშინაო მატჩში ამ ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ. ახლა მიზეზებზე საუბარი არ ღირს, რადგან ჯერ კარგად გაანალიზებული არაფერი არ გვაქვს. 

თუმცა, ვხვდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც თამაშზე აისახა. ცვლილებების მომენტიც იყო, ბევრი ტრავმა გახლდათ, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რაღაც იყო, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობლით ვამბობ, რომ მთლიანად ჩემი დაგეგმილი იყო ეს თამაში, რაც არ გამომივიდა და წავაგეთ. ვეცდები, რომ საშინაო თამაში სხვანაირად დავგეგმო და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში, "დინამო არენაზე" შედგება.