ავტორიზაცია

შტეფან კუნცმა თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

შტეფან კუნცმა თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
თარიღი 20 Sep 2023, 17:24
შტეფან კუნცმა თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 

ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ გერმანელი მწვრთნელის გაშვება მხარეთა შეთანხმებით დირექტორთა საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. 

ფედერაციამ მადლობა გადაუხადა კუნცს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალში.

კუნცი თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ორი წლის განმავლობაში იკავებდა. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გამარჯვება მოიპოვა, სამჯერ ფრედ ითამაშა და ხუთჯერ დამარცხდა.