სიომინი ხვიჩას ნაპოლიში გადასვლაზე: "ხომ ვამბობდი, ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება-თქო"
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, აქამდე დაიწერა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ამჟამად ბათუმის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" გადასვლასთან არის ახლოს.
"როცა ხვიჩა "ნაპოლიში" გადავა, მაშინ ვილაპარაკოთ. აი, ვინ თქვა, რომ ხვიჩა "ლოკომოტივიდან" გასაშვები არ იყო და მომავალში კლუბისთვის ძალიან ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნებოდა?".
– თქვენ განაცხადეთ ეს.
"დიახ, მე ვამბობდი ამას! ხვიჩა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია", - თქვა რუსმა სპეციალისტმა.
მოგეხსენებათ, 21 წლის ქართველი შემტევი "ლოკომოტივში" 2019 წლის თებერვლიდან იმავე წლის ივნისამდე ირიცხებოდა და მისი დამრიგებელი სწორედ სიომინი გახლდათ.