ავტორიზაცია

"სიტყვები არ მყოფნის, საშინელი გადაწყვეტილებაა", - პიანიჩი რუსეთთან გასამართ ამხანაგურ მატჩზე

"სიტყვები არ მყოფნის, საშინელი გადაწყვეტილებაა", - პიანიჩი რუსეთთან გასამართ ამხანაგურ მატჩზე
თარიღი 09 სექ 2022, 22:19

მირალემ პიანიჩმა მიანიშნა, რომ არ სურს, მისი ნაკრები, ბოსნია და ჰერცოგოვინა რუსეთს დაუპირისპირდეს.

„გავიგე, რომ ფედერაციამ რუსეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს. ხელმძღვანელობა ჩემი პოზიციის საქმის კურსშია.

დამირეკეს და მკითხეს, რას ვფიქრობ ამ თამაშზე. ვუპასუხე, რასაც ვფიქრობდი და ძალიან გაკვირვებული დავრჩი, საშინელი გადაწყვეტილებაა.

სიტყვები არ მყოფნის, როგორც კი ნაკრები კარგად იწყებს თამაშს, რაღაც საქმეს აფუჭებს, სიტყვებს ვერ ვპოულობ. 

ფედერაციამ ჩემი პოზიცია ძალიან კარგად იცის, აქ კი, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება.“ - აღნიშნა „ბარსელონას“ ექს-ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ბოსნიას შორის გასამართი ამხანაგური მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს, 19 ნოემბერს არის ჩანიშნული.