ავტორიზაცია

სკალვინის ტრანსფერით სამი ტოპ კლუბი ინტერესდება

სკალვინის ტრანსფერით სამი ტოპ კლუბი ინტერესდება
თარიღი 22 ოქტ 2023, 11:43
"ატალანტას" მცველი ჯორჯო სკალვინი, რამდენიმე ევროპული ტოპ კლუბის ინტერესების სფეროშია. ამის შესახებ Calciomercato იუწყება.

წყაროს ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის მომსახურებით მიუნხენის "ბაიერნი", მანჩესტერ "სიტი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული. 

სკალვინის კონტრაქტი ბერგამასკებთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ჯორჯომ "ატალანტას" შემადგენლობაში ათი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა.