სკანდალური ინციდენტი ბარსასთან მატჩში: პასტორეს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება
"ელჩეს" ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ "ბარსელონასთან" (1:2) ლა ლიგის 27-ე ტურის ეგიდით გამართული მატჩის არბიტრს ბო*ის შვილი უწოდა.
ინციდენტი აღნიშნული დაპირისპირების 88-ე წუთზე მოხდა. არგენტინელმა შეხვედრის მთავარ მსაჯს, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესს მიაყენა შეურაცხყოფა.
32 წლის სამხრეთამერიკელი მოედანზე არ ყოფილა, მაგრამ მისი სიტყვები მეოთხე არბიტრს არ გამორჩენია. ამის შემდეგ, ერნანდესმა პასტორეს წითელი ბარათი უჩვენა.
ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინური კოდექსის მიხედვით, ოფიციალური პირების შეურაცხყოფა 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.
მოგეხსენებათ, პასტორე "ელჩეში" 2021 წლის 4 სექტემბერს ჩაირიცხა და მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 12 შეხვედრა ჩაატარა.