სნეიდერი: "მე რომ ვიყო კლუბის მფლობელი, რომელმაც მის ტრანსფერში 100 მილიონი გამოყო, მაშინ ძალიან გავბრაზდებოდი"

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველზე, ენცო ფერნანდესზე ისაუბრა, რომელის ტრანსფერში "არისტოკრატებმა" 100 მილიონი ევრო გადაიხადეს.
„მე რომ ვიყო კლუბის მფლობელი, რომელმაც მის ტრანსფერში 100 მილიონი გამოყო, მაშინ ძალიან გავბრაზდებოდი. არ ვფიქრობ, რომ ფერნანდესი გამორჩეული ფეხბურთელია.
„მე რომ ვიყო კლუბის მფლობელი, რომელმაც მის ტრანსფერში 100 მილიონი გამოყო, მაშინ ძალიან გავბრაზდებოდი. არ ვფიქრობ, რომ ფერნანდესი გამორჩეული ფეხბურთელია.
ბევრი ითქვა, რომ ის დიდად დაეხმარა არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ყველა ფიქრობდა, რომ ის ჩელსიშიც ასე ითამაშებდა, მაგრამ ეს ასე არ არის. “, - თქვა სნეიდერმა.
22 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "ჩელსის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
22 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "ჩელსის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.