ავტორიზაცია

სპალეტის იტალიის ნაკრებში დანიშვნის შედეგად ნაპოლის კომპენსაცია არ მიუღია

სპალეტის იტალიის ნაკრებში დანიშვნის შედეგად ნაპოლის კომპენსაცია არ მიუღია
თარიღი 19 აგვ 2023, 16:24
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 

ამასთან, "ნაპოლის" კომპენსაციის სახით 3 მილიონი ევრო არ მიუღია, ამის შესახებ იტალიური Sky-ი იტყობინება. 

ამის გამო სერია A-ს მოქმედ ჩემპიონებს უკვე შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ სპალეტის ხელმძღვანელობით "ნაპოლი" გასულ სეზონში 33 წლის განმავლობაში პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.