ავტორიზაცია

"სპორტის ლეგენდა!", - ლეგენდარული პაუ გასოლი ნინო სალუქვაძეზე წერს

"სპორტის ლეგენდა!", - ლეგენდარული პაუ გასოლი ნინო სალუქვაძეზე წერს
თარიღი 25 ივლ 2021, 20:02

ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი, პაუ გასოლი ქართველი ტყვიის მსროლელით, ნინო სალუქვაძით აღფრთოვანებულია.

მოგეხსენებათ, ქართველმა სპორტსმენმა თავისი მე-9 ოლიმპიადა ჩაატარა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

"ქართველი ნინო სალუქვაძე ახლახან გახდა პირველი ქალი, რომელმაც მე-9 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა".

"იგი 53 წლის გახლავთ და 1988 წლის სეულის ოლიმპიადიდან მოყოლებული ყველა ტურნირზე აქვს ნათამაშები".

"სპორტის ლეგენდა!", - წერს პაუ გასოლი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ქართველმა ტყვიის მსროლელმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა. ოლიმპიურ თამაშებზე იგი სამივე სინჯის მედლის მფლობელია.