ავტორიზაცია

სუარესი და კავანი ერთი კლუბის რადარზე — ურუგვაელ ვარსკვლავებს სამხრეთ ამერიკაში ეპატიჟებიან

სუარესი და კავანი ერთი კლუბის რადარზე — ურუგვაელ ვარსკვლავებს სამხრეთ ამერიკაში ეპატიჟებიან
თარიღი 25 დეკ 2021, 20:15

"კორინთიანსის" ხელმძღვანელობა გუნდისთვის ახალი თავდამსხმელის ძიებაშია, იტყობინება UOL Esporte.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთამერიკელთა რადარზე ევროპაში უმაღლეს დონეზე მოთამაშე ორი 34 წლის ურუგვაელი შემტევია.

ბრაზილიური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ ედინსონ კავანითაა დაინტერესებული. მას შემდეგ, რაც გუნდმა მომდევნო სეზონისთვის ლიბერტადორესის თასზე მონაწილეობა გაინაღდა, "კორინთიანსის" წარმომადგენლები ფეხბურთელის მხარეს უკვე დაუკავშირდნენ, მაგრამ პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

კიდევ ერთი ვარიანტი "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესია. სამხრეთამერიკული კლუბი მის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, მაგრამ არც მისგან მიუღია პასუხი. ლუისს "როხიბლანკოსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

როგორც აღინიშნება, სუარესის გადაბირება უფრო რთული იქნება, ვიდრე კავანის, რადგან მადრიდული კლუბის ფორვარდი ამ დროისთვის სამხრეთ ამერიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში კავანიმ ყველა ტურნირზე ერთად "ემიუს" რიგებში 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო სუარესმა "ატლეტიკოს" მაისურით 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 8 ბურთი შეაგდო და 2 ასისტიც მიითვალა.