ავტორიზაცია

სუარესი: "მერჩივნა ბარსაში გადმოსულიყო, მაგრამ ფეხბურთმა მისი სახით მრავალი წლით ვარსკვლავი მოიპოვა"

სუარესი: "მერჩივნა ბარსაში გადმოსულიყო, მაგრამ ფეხბურთმა მისი სახით მრავალი წლით ვარსკვლავი მოიპოვა"
თარიღი 08 დეკ 2023, 00:32
ლუის სუარესმა ენდრიკს ამომავალი ვარსკვლავი უწოდა.

„პალმეირასის“ 17 წლის ფორვარდი მადრიდის „რეალის“ საკუთრება ერთი წლის გახდა, თუმცა გუნდს მხოლოდ მომავალ ზაფხულს შეუერთდება, როცა სრულწლოვანი გახდება. გუშინ, მისი გუნდი ბრაზილიის ჩემპიონი გახდა.

„რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ენდრიკი „ბარსელონაში“ გადასულიყო, თუმცა არჩევანი მისი მისაღები იყო და ახლა მან თვითონ ფეხბურთით სიამოვნება უნდა მიიღოს, ფეხბურთი კი მისით დატკბება.

ის ვარსკვლავია. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და პირველ ნაბიჯებს დგამს. ვფიქრობ, მისი მიღწევები დაუჯერებელია. ბრაზილიის ნაკრები, „რეალი“ - ფეხბურთმა მრავალწლიანი ვარსკვლავი მოიპოვა.“, - აღნიშნა ურუგვაელმა.