სუარესმა მესის გადაასწრო და სამხრეთ ამერიკაში მუნდიალის შესარჩევების საუკეთესო ბომბარდირი გახდა
ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა, ლუის სუარესმა 2022 წლის მსოფლო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენესუელასთან (4:1) გამართულ მატჩში პენალტი გამოიყენა.
"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა თავისი 28-ე გოლი გაიტანა და სამხრეთ ამერიკაში მუნდიალის შესარჩევის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 35 წლის ურუგვაელმა არგენტინის ნაკრების კაპიტანს, ლიონელ მესის გადაასწრო, რომლის აქტივშიც 27 გატანილი ბურთია.
ამასთანავე, სუარესი მსოფლიო ისტორიაში მე-4 ადგილს ირანელ კარიმ ბაგერისთან იყოფს, ამ უკანასკნელსაც 28-ჯერ აქვს აღებული მეტოქეთა კარი.
რეკორდი გვატემალელ კარლოს რუისს ეკუთვნის - 39 გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში.
საუკეთესო სამეულში შედიან კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, 36 გოლი) და ალი დაეიც (ირანი, 35 გოლი).