ავტორიზაცია

სუში მამლის ხორცით - იაპონიამ საფრანგეთი გაანადგურა და სახლში გაუშვა [VIDEO]

თარიღი 28 ივლ 2021, 18:56

გრძელდება ოლიმპიური თამაშები ფეხბურთში და დღეს დასრულდა ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მესამე ტური.

მთავარი სენსაცია მოხდა A ჯგუფში, რომელშიც საფრანგეთი განადგურდა იაპონიასთან, ანგარიშით 0:4, რითაც აღნიშნული ნაკრები ტურნირს გამოეთიშა.

ჯგუფიდან გადის ორი გუნდი და "მამლებმა" სამი ქულით დაიკავეს მესამე, წინ კი "სამურაები" (9 ქულა) და მექსიკა (6 ქულა) გავიდნენ.