თბილისის დინამოს ანდრეს კარასკო აღარ გაწვრთნის
თბილისის "დინამო" 46 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ანდრეს კარასკომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
როგორც კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, თბილისის "დინამო" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთან და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.