თელავის პირველი ტრანსფერი - კახელები გაძლიერებას იწყებენ

დღეს, კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ "თელავი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა.
ანტონ თოლორდავა, ბიძინა მახარობლიძე და გიორგი ქანთარია "თელავის" ღირსებას აღარ დაიცავენ.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, კახელებმა პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელეს და ბელარუსი შემტევი დმიტრი რეკიში დაიმატეს.
რეკიში ბოლოს "სამტრედიას" რიგებში გამოდიოდა, გასულ სეზონში კი "ტორპედოში" წარმატებული სეზონი ჰქონდა.