ავტორიზაცია

ტომორი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ტომორი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
თარიღი 15 ივნ 2024, 15:17
"მილანის" ცენტრალური მცველი ფიკაიო ტომორი შესაძლოა ახლო მომავალში ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს, სადაც ლონდონის "ჩელსიში" უკვე თამაშობდა. 

Football Insider-ის ინფორმაციით, ინგლისელის ტრანსფერით "ნიუკასლი" ინტერესდება. 

წყაროს ცნობით, "კაჭაკების" წარმომადგენლები "მილანს" ტრანსფერის განსახილველად დაუკავშირდნენ. 

ტომორი "მილანში" 2021 წლის იანვრიდან თამაშობს და ამ პერიოდში გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო.