ავტორიზაცია

ტონალი და ძანიოლო არალეგალურ საიტზე თამაშს აღიარებენ, ფსონების დადებას - არა, დაკითხვის დროს ფეხბურთელებმა კინაღამ იტირეს

ტონალი და ძანიოლო არალეგალურ საიტზე თამაშს აღიარებენ, ფსონების დადებას - არა, დაკითხვის დროს ფეხბურთელებმა კინაღამ იტირეს
თარიღი 13 ოქტ 2023, 22:55
სანდრო ტონალიმ და ნიკოლო ძანიოლომ პოლიციასთან აღიარეს, რომ არალეგალურ პლატფორმებზე აზარტულ თამაშებს თამაშობდნენ.

La Repubblica-ს ინფორმაციით, 12 ოქტომბრის საღამოს გამომძიებლები ფეხბურთელებს კოვერჩანოში, იტალიის ნაკრების სავარჯიშო ბაზაზე ესტუმრნენ.

„ნიუკასლის“ ნახევარმცველმა და „ასტონ ვილას“ ვინგერმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ არალეგალურ პლატფორმებზე პოკერი და ბლექჯეკი უთამაშიათ, მაგრამ საფეხბურთო მატჩებზე ფსონი არასდროს განუთავსებიათ. დაკითხვის დროს, ფეხბურთელები ცრემლებს ძლივს იკავებდნენ.

გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ტონალის და ძანიოლოს პლანშეტები ჩამოართვა, ორივე ფეხბურთელი უარყოფს, რომ ნიკოლო ფაჯოლისთან საფეხბურთო ფსონებზე ულაპარაკიათ.

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა აღიარა, რომ საფეხბურთო მატჩებზე ფსონი განუთავსებია. პოლიციამ მის ტელეფონში ფსონების ჩატი იპოვნა, რომელშიც სერია ა-ს სულ მცირე 10 ფეხბურთელია გაწევრიანებული.