ავტორიზაცია

TOP ათეული — პრემიერ ლიგის რომელი კლუბი ახარჯავს აგენტებს ყველაზე მეტ ფულს?

TOP ათეული — პრემიერ ლიგის რომელი კლუბი ახარჯავს აგენტებს ყველაზე მეტ ფულს?
თარიღი 01 Apr 2022, 14:37

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის (FA) ცნობით, ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის მიხედვით, პრემიერ ლიგის კლუბებს შორის აგენტებში ყველაზე მეტი "მანჩესტერ სიტიმ" დახარჯა.

ასე და ამგვარად, "ქალაქელებმა" 2021 წლის 2 თებერვლიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით შუამავლებს საერთო ჯამში 35,1 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

მეორე ადგილზე 29 მილიონით "მანჩესტერ იუნაიტედია", მესამეზე კი - "ჩელსი", 28,2 მილიონით.

"ლივერპული" (22,1 მლნ) მეოთხე პოზიციას იკავებს, "არსენალი" (18,7 მლნ) მეხუთეს.

გარდა ამისა, ათეულში მოხვდნენ "ტოტენჰემი" (13,9 მლნ), "უოტფორდი" (12,6 მლნ), "ლესტერი" (12,1 მლნ), "ვულვერჰემპტონი" (12 მლნ) და "ევერტონი" (11,5 მლნ).

TOP ათეული:

1. "მანჩესტერ სიტი" - 35,1 მილიონი ფუნტი

2. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 29 მლნ

3. "ჩელსი" - 28,2 მლნ

4. "ლივერპული" - 22,1 მლნ

5. "არსენალი" - 18,7 მლნ

6. "ტოტენჰემი" - 13,9 მლნ

7. "უოტფორდი" - 12,6 მლნ

8. "ლესტერი" - 12,1 მლნ

9. "ვულვერჰემპტონი" - 12 მლნ

10. "ევერტონი" - 11,5 მლნ