ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ორი მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა
„ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე და არნე სლოტი - გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები არიან.
ენრიკესთან კლუბმა კონტაქტები უკვე დაამყარა, სლოტს კი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოება არ შეუძლია, რადგან „ფეიენოორდთან“ აკავშირებს კონტრაქტი.
44 წლის სპეციალისტმა „ფეიენოორდს“ 2017 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობა მოუტანა, რის გამოც კლუბს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ხელფასის მომატებით სურს.
სლოტის დასანიშნად, „ტოტენჰემს“ კომპენსაციის სახით 6 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს, ლუის ენრიკე კი თავისუფალი აგენტია.
თავდაპირველად, „დეზებში“ დანიშვნაზე მაურისიო პოჩეტინოს და იულიან ნაგელსმანსაც განიხილავდნენ, თუმცა მათი ვარიანტები არ გამოვიდა.