ავტორიზაცია

ტოტენჰემმა პრემიერ ლიგაში ერთდროულად ორი ანტი-რეკორდი დაამყარა

ტოტენჰემმა პრემიერ ლიგაში ერთდროულად ორი ანტი-რეკორდი დაამყარა
თარიღი 08 დეკ 2023, 12:16
"ტოტენჰემი" ინგლისის პრემიერ ლიგაში წარუმატებელ სერიას აგრძელებს.

ანტე პოსტეკოღლუს გუნდმა "ვესტ ჰემთან" მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, მაგრამ მას შემდეგ ორი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა (1:2). 

ამრიგად, როგორც Opta აღნიშნავს, "ტოტენჰემი" გახდა პირველი გუნდი პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ხუთი მატჩი ვერ მოიგო მატჩი როცა პირველი გოლი გაიტანა. 

ასევე, "სპურსამდე" არავის წაუგია ზედიზედ სამი საშინაო მატჩი პრემიერ ლიგაში პირველი გოლის გატანის შემდეგ.

ტოტენჰემი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მეხუთე ადგილზეა.