ტრანსფერი გაოფიციალურდა - გუგეშაშვილი ყარაბაღის მეკარეა

საქართველოს ნაკრების 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ყარაბაღში გააგრძელებს.
ამის შესახებ GOAL.GE-მ ტრანსფერის გაოფიციალურებამდე რამდენიმე დღით ადრე ექსკლუზიურად გაცნობათ.
ლუკა გუგეშაშვილი 2021 წელს გორის დილას ერთ-ერთი ლიდერი იყო. 22 წლის ფეხბურთელმა გორელთა მაისურით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.