ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] ქართველი მეკარის ახალი გუნდი! იაგიელონიამ გუგეშაშვილი გაყიდა

[EXCLUSIVE] ქართველი მეკარის ახალი გუნდი! იაგიელონიამ გუგეშაშვილი გაყიდა
თარიღი 07 იან 2022, 15:23

22 წლის ქართველმა მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა პოლონური იაგიელონია დატოვა.

GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალგაზრდა მეკარე "ყარაბაღში" ითამაშებს. მხარეებს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. 

რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ გუგეშაშვილმა გორის დილა დატოვა, რის შემდეგაც იაგიელონიაში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში უკან ჩამოსვლის ვარიანტი კი არ განიხილებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი გადაიხადა აზერბაიჯანულმა გუნდმა საქართველოს ნაკრების მეკარეში.

ლუკა გუგეშაშვილი 2021 წელს გორის დილას ერთ-ერთი ლიდერი იყო. 22 წლის ფეხბურთელმა გორელთა მაისურით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.