ტრანსფერი შეთანხმებულია - ქეცბაიამ ანორთოსისში ოქრიაშვილის შემცვლელიც მიიყვანა
თემურ ქეცბაიამ ანორთოსისში თორნიკე ოქრიაშვილის შემცვლელი იპოვა.
ამის შესახებ Protathlima წერს და იუწყებიან, რომ მას შემდეგ რაც თემურ ქეცბაია ანორთსისთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, ანორთოსისი სმირნისის "აპოლონის" ბრაზილიელი 28 წლის გარემარბის ტომას ბედინელის ტრანსფერს გააოფიციალურებს, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილის შემცვლელი იქნება.
2-წლიანი კვიპროსული კარიერის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ანორთსისთან ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმა, მომდევნო კლუბს კი სანაკრებო მატჩების შემდეგ აირჩევს.
თორნიკე ოქრიაშვილმა ანორთოსისის მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ქეცბაიამ ქვილითაიას შემცვლელი იპოვა - ანორთოსისი ცენტრფორვარდს იმატებს
ხვიჩას მამის მოულოდნელი განცხადება: "რუბინიდან წასვლის აუცილებლობა არ არის"