Transfermarkt-მა რუსეთში ფასები განაახლა - ლუკა გაგნიძის ღირებულება გაორმაგდა

ცნობილმა გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტომ, Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების ფასები განაახლა.
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი რომელიც რუსეთის რანგით უმაღლეს ლიგაში გამოდის მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე გახლავთ.
მისი სატრანსფერო ღირებულება აქამდე 700 000-ს შეადგენდა, ფასების განახლების შემდეგ კი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრა ჩაატრა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.