ტრიპიერმა ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია
"ნიუკასლის" ინგლისელმა მცველმა კირან ტრიპიერმა შესაძლოა კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
Eurosport-ის ცნობით, მხარე ახლოსაა კლუბ "ეიუპსპორთან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან.
ტრიპიერმა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმება მიაღწია პირადი შრომითი ხელშეკრულების პირობებზე.
ჯერჯერობით უცნობია იქნება ეს სრულფასოვანი ტრანსფერი თუ იჯარა. ტრიპიერის მოქმედი კონტრაქტი "ნიუკასლთან" 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.