ავტორიზაცია

წასვლიდან ორი წლის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ ევერტონს სასამართლოში უჩივლა

წასვლიდან ორი წლის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ ევერტონს სასამართლოში უჩივლა
თარიღი 12 Jun 2023, 22:49
კარლო ანჩელოტიმ თავის ყოფილ კლუბს, წასვლიდან ორი წლის შემდეგ, სასამართლოში უჩივლა.

The Guardian-ის ინფორმაციით, გასულ პარასკევს, ლონდონის უმაღლეს სასამართლოში კარლო ანჩელოტის საჩივარი შევიდა „ევერტონის“ წინააღმდეგ.

საჩივარი „საერთო კომერციულ შეთანხმებას“ უკავშირდება. თუმცა, კონკრეტულად რა პრეტენზიები წამოუყენა იტალიელმა სპეციალისტმა თავის ყოფილ კლუბს, არ საჯაროვდება.

ანჩელოტის იურისტებმა აღნიშნულ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება არ მოისურვეს, „ევერტონმა“ კი თავის მხრივ, ჟურნალისტების მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვების მცდელობა ურეაქციოდ დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ „ევერტონი“ 2021 წელს, ორი გატარებული წლის შემდეგ დატოვა.