ავტორიზაცია

"წინასწარ არ უნდა ისაუბრო" | პარედესი რაფინიას

"წინასწარ არ უნდა ისაუბრო" | პარედესი რაფინიას
თარიღი 26 Mar 2025, 14:11
ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა, ლეანდრო პარედესმა კომენტარი გააკეთა.

"წინასწარ არ უნდა ისაუბრო, განსაკუთრებით, მაშინ, როცა შემდეგ მოედანზე ვერაფერს ამტკიცებ. როგორც კი რაფინიას ამბავი გავიგეთ, მაშინვე WhatsApp ჯგუფში გავაგზავნეთ. ჩვენ ჩვენს სათქმელს ყოველთვის მინდორზე ვამტკიცებთ,"ლეანდრო პარედესი.

რაფინია არგენტინის მიმართ საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოირჩა, მაგრამ ბრაზილიამ "ალბისელესტესთან" უშანსოდ, 1-4 წააგო.