ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, რატომ არ არის რონალდუ ოქროს ბურთის ჯილდოზე ნომინირებული

ცნობილი გახდა, რატომ არ არის რონალდუ ოქროს ბურთის ჯილდოზე ნომინირებული
თარიღი 29 ოქტ 2023, 15:26
France Football-ის მთავარმა რედაქტორმა ვინსენტ გარსიამ განმარტა მიზეზი, რის გამოც პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ 2023 წელს ოქროს ბურთის ჯილდოზე ნომირირებული არ არის.

„ამ თემაზე დისკუსია არ ყოფილა. რონალდუმ მუნდიალზე თავი საერთოდ ვერ გამოიჩინა და ახლა იმ ლიგაში თამაშობს, რომელსაც დიდი ყურადღება არ ექცევა. 

მაგრამ ამის მიუხედავად, კრიშტიანუ დიდებულ ფეხბურთელად რჩება“, - განაცხადა ჟურნალისტმა ფილიპ კესლერთან ინტერვიუში.

ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია პარიზში 30 ოქტომბერს გაიმართება. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მთავარი პრეტენდენტი არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესია.