ავტორიზაცია

ტუხელი: "ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ - მეტოქემ კი ორი შანსი ორ გოლად აქცია"

ტუხელი: "ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ - მეტოქემ კი ორი შანსი ორ გოლად აქცია"
თარიღი 01 მაი 2024, 11:48
ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა რეალთან მატჩის (2-2) შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"თამაში კარგად დავიწყეთ და პირველივე წუთებზე გოლის გატანაც შეგვეძლო. შემდეგ, გეგმიდან გადავუხვიეთ და არ ვიცი ეს რატომ მოხდა."

"პირველ ნახევარში გოლი გავუშვით და ყველაფერი გართულდა, თუმცა, მეორე ტაიმი უკეთესად დავიწყეთ და დავწინაურდით. მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ - მეტოქემ კი ორი შანსი ორ გოლად აქცია."

"პირველი მატჩის შემდეგ, ჩვენი მიზანი ნათელია - გამარჯვება მადრიდში და უემბლის საგზური. ვფიქრობ, რომ შანსები კვლავ 50-50-ზე არის და ვნახოთ, რა მოხდება ბერნაბეუზე" - ტომას ტუხელი.