ავტორიზაცია

ტუნისურ კლუბში ტრანსფერი ჩაიშალა — ბენ არფა შეთავაზებულმა ხელფასმა არ დააკმაყოფილა

ტუნისურ კლუბში ტრანსფერი ჩაიშალა — ბენ არფა შეთავაზებულმა ხელფასმა არ დააკმაყოფილა
თარიღი 17 Sep 2021, 10:07

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ჰატემ ბენ არფამ ტუნისის ჩემპიონატში გადასვლაზე უარი განაცხადა.

"ესპერანსმა" ამ კვირაში 34 წლის ფრანგთან მიმდინარე მოლაპარაკებები დაადასტურა, რომელსაც ზაფხულში "ბორდოსთან" ამოეწურა კონტრაქტის ვადა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ტრანსფერი ჩაიშალა.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, აფრიკის 4-გზის ჩემპიონმა ბენ არფას წლიური ხელფასის სახით 750 ათასი ევრო შესთავაზა, რითაც ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩა.

სავარაუდოდ, ბენ არფა ახლა "კაისერისპორთან", "ადანა დემირსპორთან" და ვენის "რაპიდთან" განაახლებს მოლაპარაკებებს.

ბენ არფა "ბორდოს" გასულ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 2020/21 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

TOP.GE