ავტორიზაცია

"უბრალოდ ვაუ!", - ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

"უბრალოდ ვაუ!", - ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
თარიღი 23 აპრ 2021, 19:31

„რუბინის“ ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

„ნიკოლა ვლაშიჩი, ცხადია. ვანდერსონს და არტიომ ძიუბასაც დავასახელებ. ყველანი ძალიან კარგები არიან და მომწონს.

კიდევ ვიტყვი სერდარ აზმუნს. მან იცის, სად უნდა გაიხსნას და რა დროს ახტეს - უბრალოდ ვაუ!“, - აღნიშნა კვარამ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად კვარაცხელია „ურალთან" მატჩში მიღებული ტრავმისგან რეაბილიტაციას გადის, რომლის გამოც 2-3 კვირა გაუცდება. 

"რეალს ვქომაგობ, თუმცა სხვა ოცნება მაქვს", - ხვიჩას ვრცელი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ