UEFA-მ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირიდან კვლავ მოკვეთა

10 ოქტომბერს უეფას აღმასრულებეული კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებული რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები კვლავ მოკვეთეს.
სექტემბერში უეფამ გვამცნო, რომ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებს ეს შეზღუდვა მოეხსნა და ისინი ტურნირებზე ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებდნენ.
ამას არაერთი ქვეყნიდან დიდი უკმაყოფილება და ბოიკოტი მოჰყვა, ამის შემდეგ UEFA იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა.